სპორტის სტრატეგია / გზამკვლევები / მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გზამკვლევი

მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გზამკვლევი

02.05.2018
გზამკვლევში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიის შემუშავების ეტაპები, განსახორციელებელი ღონისძიებები და ვადები. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექპერტების, კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობა. დაინტერესებული მხარეების ჩართვა გათვალისწინებულია საჯარო კონსულტაციებისა და სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზების გზით.

მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის შესამუშავებლად 2018 წლის მაისიდან დაგეგმილია რეგიონული შეხვედრები. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების პროცესის წარმართვას - სტრატეგიისა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე საჯარო დისკუსიებს საქართველოს რეგიონებში. 

საპარლამენტო კომიტეტი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), USAID-ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის (UKaid) ფინანსური მხარდაჭერით, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას, ასევე მუნიციპალურ დონეზე დაინტერესებული პირების ჩართვას განხილვებში.


„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

იხილეთ გზამკვლევის პრეზენტაცია

იხილეთ გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე



კალენდარი

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
2 3 4 5 6 7 8