დარბაზში ადგილების რაოდენობის შეზღუდულობიდან გამომდინარე, საჭიროა შეხვედრამდე 2 დღით ადრე რეგისტრაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
georgia@culturepartnership.eu
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა, საქართველოს კულტურის სტრატეგიის შესახებ საჯარო კონსულტაციების მიზნით, მართავს შეხვედრებს კულტურის პროფესიონალებთან და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანია კულტურის სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა, სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა და კულტურის პროფესიონალებისგან კომენტარების და რეკომენდაციების მიღება, სექტორების მიხედვით. ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია თავს მოიყრის საანგარიშო დოკუმენტში, რომელიც წარედგინება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რომელიც გამოყენებული იქნება კულტურის სტრატეგია 2025-ის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში.
ღია შეხვედრებს წარმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რაგნარ სიილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
+ 995 32 2 250407/988014
http://www.culturepartnership.eu/ge/page/about
www.facebook.com/culturepartnership