სიახლეები / შემოქმედებითი საქართველო მდგრადი განვითარებისთვის“ კულტურის სტრატეგია 2025-ის პირველი წლის ანგარიში

შემოქმედებითი საქართველო მდგრადი განვითარებისთვის“ კულტურის სტრატეგია 2025-ის პირველი წლის ანგარიში

11.12.2017
8 დეკემბერს რუსთაველის თეატრის „სამეჯლისო დარბაზში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურის სტრატეგია 2025-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიში - „შემოქმედებითი საქართველო - მდგრადი განვითარებისთვის“ წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, კულტურისა და სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავს 2017 წელს სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიღწევებს, კულტურის სტრატეგიის შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად: კულტურისა და სახელოვნებო განათლების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ინტერნაციონალიზაცია; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, კულტურის პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზაცია; ინფრასტრუქტურის განვითარება, კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; კულტურის მმართველობის გაუმჯობესება.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის წარმომადგენლებმა - ტიმ უილიამსმა და რაგნარ სიილმა, რომელთა მხარდაჭერითაც მნიშვნელოვანი აქტივობები განხორცილდა კულტურის სტრატეგიის 2017 წლისთვის დასახული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი "კულტურის სტრატეგია 2025", საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა.
აღსანიშნავია,რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აღნიშნული დოკუმენტი ფართო საზოგადოებისა და უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.

პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

იხილეთ ანგარიშის პრეზენტაცია>>


 


კალენდარი

დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6