სიახლეები / უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა

31.07.2015
31 ივლისს კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურის სტრატეგიაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში - იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ექსპერტი რაგნარ სილი დაესწრნენ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები. 

„კულტურის სტრატეგია 2025“-ის დოკუმენტზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით მუშაობს.  აღნიშნული დოკუმენტი 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება, რისთვისაც უწყებათაშორისი ჯგუფის აქტიური მუშაობა სტრატეგიის შემუშავების პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

შეხვედრის ოქმი
 

 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10