სიახლეები / სპორტის ხელმისაწვდომობის სტრატეგიის განხილვა გორში

სპორტის ხელმისაწვდომობის სტრატეგიის განხილვა გორში

12.06.2018
12 ივნისს, გორის კულტურის ცენტრში გაიმართა მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და  „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან, მუხრან შამათავასთან და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაესწრო.

შეხვედრა გახსნეს და სტრატეგიის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა. 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს წარმომადგენლები და სპორტის სფეროში დასაქმებული პირები შიდა ქართლის რეგიონიდან. ამ დრომდე, მინისტრმა “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“კანონი, პარლამენტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია და გზამკვლევი. პრეზენტაციას წარუძღვნენ სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სოფო ბურდული.

იხილეთ სამუშაო შეხვედრის ფოტოები ჩვენს ფეისბუქგვერდზე

საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. შეხვედრები ივლისის ბოლომდე  გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
 


კალენდარი

სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
1 2 3 4 5 6 7