სიახლეები / სპორტის ხელმისაწვდომობის სტრატეგიის განხილვა ბოლნისში

სპორტის ხელმისაწვდომობის სტრატეგიის განხილვა ბოლნისში

06.06.2018
2018 წლის 5 ივნისს თბილისისა და ბორჯომის შემდეგ „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტისა და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის განხილვა ბოლნისში გაგრძელდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გამართული სამუშაო შეხვედრა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

შეხვედრა გახსნეს და სტრატეგიის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამინისტროს წარმომადგენლები და სპორტის სფეროში დასაქმებული პირები ქვემო ქართლის რეგიონიდან.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციის სახით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია და გზამკვლევი. პრეზენტაციას უძღვებოდნენ სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სოფიკო ბურდული.

საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. შეხვედრები გაგრძელდება ივლისის ბოლომდე და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. 

მიხეილ გიორგაძე: “როგორც იცით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შესახებ საჯარო განხილვები დავიწყეთ. დღეს, შეხვედრა შედგა ქვემო ქართლში, ქალაქ ბოლნისში, სადაც დეტალურად ვიმსჯელეთ ორივე საკითხზე. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო აქტიური ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სამუშაო გარემო შენარჩუნდება მომავალ შეხვედრებზე, რომელიც სხვა რეგიონებში გაგრძელდება“.



 

 


კალენდარი

ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24 25 26 27 28 29 30
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4