სიახლეები / სემინარი კულტურის როლის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის

სემინარი კულტურის როლის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის

22.01.2016
21 თებერვალს საქართველოს მწერალთა სახლში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის -  „კულტურა და კრეატიულობა“ ფარგლებში გაიმართა სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები. სემინარზე ხაზი გაესვა კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის სოციალურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას. დამსწრეებმა იმსჯელეს მედიის მიერ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პროექციისა და მხარდაჭერის შესაძლო გზებზე.

ღონისძიების მიზნების წარდგენის შემდეგ ინტერვიუს ფორმატში ჩატარდა ბრიტანელი ხელოვნების ადმინისტრატორისა და რადიოს და ტელევიზიის ჟურნალისტის -  სერ ჯონ ტუსას პრეზენტაცია.

სემინარის დასკვნით ნაწილში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა - თამარ წულუკიძემ ისაუბრა კულტურის სტრატეგია 2025-ის პროექტზე და აღწერა სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ის ამოცანა, რომელიც უკავშირდება კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების, მედიისა და მაუწყებლობის საკითხებს.


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10