სიახლეები / საქართველოს მთავრობის N1149 განკარგულება

საქართველოს მთავრობის N1149 განკარგულება

09.06.2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა საქართველოს მთავრობის N1149 განკარგულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ორკესტრები, მუსიკალური ცენტრები, სახელოვნებო სასწავლებლები და ანსამბლები, შემოქმედებითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით განახორციელებენ.

აღნიშნული განკარგულების განმარტებითი ბარათის საფუძველზე გამარტივებული შესყიდვები შეეხება ისეთი სახის საქონელსა და მომსახურებას როგორიც არის: კლასიკური მუსიკისა და საიუბილეო კონცერტების, ფესტივალების, მასტერკლასების ჩატარება; შემოქმედებითი თანამშრომლების მოწვევა; სადადგმო ხარჯი; მუსიკალური ინსტრუმენტების რესტავრაცია.

საქართველოს მთავრობის აღნიშნული განკარგულება ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო ორკესტრების, ანსამბლების, მუსიკალური ცენტრებისა და სახელოვნებო სასწავლებლების შემოქმედებითი პროცესების გაუმჯობესებას.

საქართველოს მთავრობის განკარგულება File-Extension-Pdf-32.png


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10