სიახლეები / საქართველოს კულტურის სტრატეგია "2025" - კონფერენცია

საქართველოს კულტურის სტრატეგია "2025" - კონფერენცია

30.01.2015

ამ წუთებში სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს კონფერენცია, რომელიც დასაბამს დაუდებს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიებას ასევე უძღვებიან მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო მრჩეველი რაგნარ სიილი. კონფერენციაში მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა.



კალენდარი

აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6