სიახლეები / სამუშაო შეხვედრა სპორტულ ფედერაციებთან

სამუშაო შეხვედრა სპორტულ ფედერაციებთან

07.05.2018
7 მაისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტის განხილვის მიზნით გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა სპორტულ ფედერაციებთან. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს მასობრივი სპორტის განვითარების ხედვა, არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს  სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს მფრინავი დისკის ფედერაცია,  საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ჰოკეის ფედერაცია და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობას ეტაპობრივად ყველა სპორტული ფედერაცია და ორგანიზაცია მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად იწყებს „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებას, რომლის პროცესში დაგეგმილია საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესა და მიზნობრივ ჯგუფებთან. აღნიშნული ინფორმაცია  1 მაისს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე დააანონსეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10