სიახლეები / სამუშაო შეხვედრა სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლებთან

სამუშაო შეხვედრა სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლებთან

10.05.2018
 
10 მაისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტის განხილვის მიზნით გაიმართა მესამე სამუშაო შეხვედრა სპორტულ ფედერაციებთან. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ  სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს მასობრივი სპორტის განვითარების ხედვა, არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ: სათხილამურო ფედერაცია, საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაცია, სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაცია, სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია, სუმოს ეროვნული კავშირი, ტაეკვანდოს ფედერაცია, ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაცია, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, უშუს ეროვნული ფედერაცია, უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია, ფარიკაობის ფედერაცია, ფიგურული ციგურაობის ასოციაცია,  ჩოგბურთის ფედერაცია, ავია სამოდელო სპორტის ეროვნული ფედერაცია, ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია, ჭადრაკის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, გო-ს ეროვნული სპორტული ფედერაცია, კუდოს ფედერაცია, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, სკეიტბორდის ეროვნული ფედერაცია, მინი გოლფის ფედერაცია.
სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობას ეტაპობრივად ყველა სპორტული ფედერაცია და ორგანიზაცია მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად იწყებს „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებას, რომლის პროცესში დაგეგმილია საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესა და მიზნობრივ ჯგუფებთან. აღნიშნული ინფორმაცია  1 მაისს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე დააანონსეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

იხილეთ შეხვედრის ოქმი

 




 


კალენდარი

ივლისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5