სიახლეები / სამუშაო შეხვედრა რუსთავში კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის თემაზე

სამუშაო შეხვედრა რუსთავში კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის თემაზე

04.03.2015

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.

7 მარტს, 10:00 საათზე, ქალაქ რუსთავში, შპს "რუსთავის ფოლადი"-ს საკონფერენციო დარბაზის III სართულზე (მის: ი.გაგარინის 12) მოეწყობა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს ქვემო ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია თანდართული აპლიკაციის შევსება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ დღის წესრიგი და განაცხადის ფორმა.
 



კალენდარი

სექტემბერი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11