სიახლეები / სამინისტროს სამი წლის ანგარიშის პრეზენტაცია

სამინისტროს სამი წლის ანგარიშის პრეზენტაცია

26.10.2015
23 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს სამი წლის ანგარიში წარმოადგინა. პრეზენტაციაში საუბარი იყო იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც სამინისტრომ 2012-2015 წლებში კულტურის სფეროსა და როლის გაძლიერების თვალსაზრისით განახორციელა. სამინისტროს 3-წლიანი მოღვაწეობის ანგარიშს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მინისტრმა ისაუბრა კულტურის სტრატეგიის გრძელვადიანი დოკუმენტის შესახებ, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით იმდენად პოზიტიურად მიმდინარეობს, რომ ევროპის დანარჩენი ქვეყნებისთვის მისაბაძი მოდელი გახდება.
 
სამინისტროს ინიციატივით წელს დაიწყო უწყების დაქვემდებარებული ორგანიზაციების შენობებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს 8 შენობაში. გეგმით გათვალისწინებულია 50-ზე მეტი შენობა-ნაგებობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
პრეზენტაციაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას; სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციებთან, (იუნესკო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი და ა.შ) როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით.
მიხეილ გიორგაძემ საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი გააცნო. მათ შორის ისაუბრა, ისეთი მასშტაბური პროექტების შესახებ, როგორიც არის მუცოს, დართლოს, ჩაჟაშისა და ვარძიის რეაბილიტაცია.
კულტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა თეატრის, კინოს, მუსიკის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, სახელოვნებო განათლებისა და კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით 3 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტების შესახებ.
 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10