სიახლეები / პირველი სამუშაო შეხვედრა კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფთან

პირველი სამუშაო შეხვედრა კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფთან

26.03.2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა საკორდინაციო ჯგუფის წევრებს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესი და სამინისტროს გეგმები გააცნო. შეხვედრაზე, კულტურის ძირითადი სფეროების იდენტიფიკაცია და ამ სფეროების მიხედვით კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრების გადანაწილება მოხდა.

საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შერჩეულნი არიან კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან. აპლიკანტებს კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 2015 წლის 16 იანვრიდან 12 თებერვლამდე შეეძლოთ. - შემოსული 34 განაცხადიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საკოორდინაციო ჯგუფისთვის 34-ვე კანდიდატი შეირჩა. ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტის შემუშავების პროცესში, აწარმოებენ კულტურის სტრატეგიის პროცესის შესახებ კომუნიკაციას ფართო საზოგადოებასთან, ხელს შეუწყობენ პროცესის საჯაროობას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.

საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს. კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების პროფესიონალებისათვის საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობა არ ანაზღაურდება. კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ოფიციალურად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ 18 მარტს წარადგინა.


კალენდარი

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5