სიახლეები / „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების პროცესი გრძელდება

„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების პროცესი გრძელდება

17.05.2018
17 მაისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტის შემუშავების მიზნით  გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა სფეროში ჩართულ სხვადასხვა უწყებებთან ერთად. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს მასობრივი სპორტის განვითარების ხედვა, არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქ.თბილისის მერიის,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული  ცენტრის, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სპორტი ყველასათვის ფედერაციის, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის,  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის, CIDA-ს და GCRT-ის (წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი) წარმომადგენლები.

„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების პროცესში მიმდინარეობს საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესა და მიზნობრივ ჯგუფებთან. „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

იხილეთ შეხვედრის ოქმი და მონაწილეთა სია
 


კალენდარი

ივნისი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8