სიახლეები / კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა

კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა

15.12.2015
15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია გააცნო.

კომისიის წევრებმა, დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

აღნიშნული უწყებათაშორისი კომისია, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით, შეხვედრებს მომავალშიც გამართავს. დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, კომისიის წევრები სტრატეგიაში ასახული ამოცანების შესრულებას გაუწევენ მონიტორინგს.


კალენდარი

აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6