სიახლეები / კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა - დარგობრივი შეხვედრები

კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა - დარგობრივი შეხვედრები

04.02.2016
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა, საქართველოს კულტურის სტრატეგიის შესახებ საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, იწყებს შეხვედრების კულტურის პროფესიონალებთან და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მიზანია კულტურის სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა, სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა და კულტურის პროფესიონალებისგან კომენტარების და რეკომენდაციების მიღება, სექტორების მიხედვით. ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია თავს მოიყრის საანგარიშო დოკუმენტში, რომელიც წარედგინება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და რომელიც გამოყენებული იქნება კულტურის სტრატეგია 2025-ის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში.

ღია შეხვედრებს წარმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რაგნარ სიილი.

 
შეხვედრების გრაფიკი:
 
5 თებერვალი.  გოეთეს ინსტიტუტი. მ. ზანდუკელის 16
10.00-13.00 - შეხვედრა მედიის  წარმომადგენლებთან
14:00-17:00 შეხვედრა ლიტერატურის და საგამომცემლო  სფეროს წარმომადგენლებთან
 
8 თებერვალი.  გოეთეს ინსტიტუტი. მ. ზანდუკელის 16
10.00-13.00   შეხვედრა ვიზუალური ხელოვნების და არქიტექტურის სფეროების წარმომადგენლებთან

14:00-17:00  შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის (ბიბლიოთეკების და მუზეუმების ჩათვლით) წარმომადგენლებთან
 
9 თებერვალი.  გოეთეს ინსტიტუტი. მ. ზანდუკელის 16
10.00-13.00   შეხვედრა სადადგმო და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან
14:00-17:00 შეხვედრა სახელოვნებო განათლების სფეროს  წარმომადგენლებთან
 
10 თებერვალი.  მწერალთა სახლი. ი. მაჩაბლის 13
10.00-13.00  შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან
14:00-17:00 შეხვედრა კერძო სექტორის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების  წარმომადგენლებთან
 
11 თებერვალი.  მწერალთა სახლი. ი. მაჩაბლის 13
10.00-13.00  ღია შეხვედრა  1             
14:00-17:00  ღია შეხვედრა 2
 
12 თებერვალი.  გოეთეს ინსტიტუტი. მ. ზანდუკელის 16
10.00-13.00   ღია შეხვედრა  3      
 
 
დარბაზში ადგილების რაოდენობის შეზღუდულობიდან გამომდინარე, საჭიროა შეხვედრამდე 2 დღით ადრე რეგისტრაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia@culturepartnership.eu
 




 



კალენდარი

იანვარი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7