სიახლეები / კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - შიდა ქართლი

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - შიდა ქართლი

17.02.2016
კულტურის სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს რეგიონებში.
 
17 თებერვალს, ხაშურში, სამუსიკო სკოლაში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი - ზურაბ რუსიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი - გიორგი გურასპაშვილი.

შეხვედრას დაესწრნენ შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
 


კალენდარი

სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
1 2 3 4 5 6 7