სიახლეები / კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - გურია

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - გურია

10.02.2016
კულტურის სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

10 თებერვალს, ოზურგეთში, კოლეჯ „ჰორიზონტში“ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - გია სალუქვაძე და ოზურგეთის მერი - ბეგლარ სიორიძე.
 
შეხვედრას დაესწრნენ გურიის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.


კალენდარი

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8