სიახლეები / კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - ქობულეთი

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - ქობულეთი

09.02.2016
კულტურის სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

9 თებერვალს, ქობულეთში, კულტურის სახლში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას  გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.       

შეხვედრას დაესწრნენ აჭარის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.


კალენდარი

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8