სიახლეები / კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - ქვემო ქართლი

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - ქვემო ქართლი

05.02.2016
კულტურის სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

5 თებერვალს, ბოლნისში, გამგეობის შენობაში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი გაუძღვნენ. შეხვედრას დაესწრნენ ქვემო ქრთლის მხარეში შემავალი სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა. მინისტრი ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს (ქვემო ქართლი -ბოლნისი, სამეგრელო-ზემო სხვანეთი - ხობი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქობულეთი, გურია - ოზურგეთი, კახეთი - საგარეჯო, მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, იმერეთი - წყალტუბო, შიდა ქართლი - ხაშური, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი. აფხაზეთის ა/რ-სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩატარდება თბილისში), წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. 


კალენდარი

იანვარი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7