სიახლეები / კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - სამეგრელო

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია - სამეგრელო

08.02.2016
კულტურის სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

8 თებერვალს, ხობში, საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი - გოჩა ქაჯაია. შეხვედრას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.


კალენდარი

იანვარი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7