სიახლეები / დარგობრივი შეხვედრები VII-VIII სესია

დარგობრივი შეხვედრები VII-VIII სესია

09.02.2016
9 თებერვალს, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუში გაიმართა ღია შეხვედრა სადადგმო და სანახაობითი ხელოვნების და სახელოვნებო განათლების სფეროების წარმომადგენლებთან.
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორებს შორის და ეხმარება სამოქალაქო სექტორს ჩაერთოს კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში. თავისი მონაწილეობით ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ყველა მსურველს აქვს საშუალება წერილობით წარმოადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ თებერვლის ბოლომდე. საჯარო კონსულტაციები გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. ინფორმაცია შეხვედრის ფორმატის შესახებ იხილეთ ბმულზე.


კალენდარი

იანვარი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7