სიახლეები / დარგობრივი შეხვედრები V-VI სესია

დარგობრივი შეხვედრები V-VI სესია

08.02.2016
8 თებერვალს, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუში გაიმართა ღია შეხვედრა ვიზუალური ხელოვნების და არქიტექტურის სფეროების წარმომადგენლებთან. ამავე დღეს შედგა შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის (ბიბლიოთეკების და მუზეუმების ჩათვლით) წარმომადგენლებთან.
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორებს შორის და ეხმარება სამოქალაქო სექტორს ჩაერთოს კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში. თავისი მონაწილეობით ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ყველა მსურველს აქვს საშუალება წერილობით წარმოადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ თებერვლის ბოლომდე. საჯარო კონსულტაციები გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. ინფორმაცია შეხვედრის ფორმატის შესახებ იხილეთ ბმულზე.
 


კალენდარი

სექტემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
1 2 3 4 5 6 7