სიახლეები / კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება - შიდა ქართლი

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება - შიდა ქართლი

24.03.2015

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.

27 მარტს, 10:00 საათზე ქალაქ გორში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, (მისამართი - ჭავჭავაძის ქ. N53) მოეწყობა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია თანდართული აპლიკაციის შევსება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ დღის წესრიგი და განაცხადის ფორმა.



კალენდარი

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5