სიახლეები / კულტურის ეროვნულ სტრატეგია - კონფერენცია - ამბროლაური

კულტურის ეროვნულ სტრატეგია - კონფერენცია - ამბროლაური

10.03.2015

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
 

13 მარტს, 10:00 საათზე, ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრში ( მის: თამარ მეფის ქ. 1) მოეწყობა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია თანდართული აპლიკაციის შევსება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ დღის წესრიგი და განაცხადის ფორმა.



კალენდარი

სექტემბერი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11