სიახლეები / სამუშაო შეხვედრა მცხეთაში კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის თემაზე

სამუშაო შეხვედრა მცხეთაში კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის თემაზე

02.03.2015 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს. 

6 მარტს, 10:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს. 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია თანდართული აპლიკაციის შევსება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ დღის წესრიგი და განაცხადის ფორმა.


კალენდარი

სექტემბერი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11