სიახლეები / "საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები"

"საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები"

26.01.2015
საქართველოს მთავრობის ინიცირებით მიმდინარეობს კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი.

2015 წლის 30 იანვარს, 10:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზში) გაიმართება კონფერენცია, რომელიც დასაბამს მისცემს კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს. კონფერენციის მიზანია კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესება და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობა, ასევე ძირითადი პრობლემების გამოვლნა და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიება.

კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით დისკუსიები საერთაშორისო ექსპერტებთან და სესიები კულტურისსხვადასხვა სფეროში (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, შემოქმდებითი ინდუსტრიები და სხვ.).

pdf.png   კონფერენციის პროგრამა


კალენდარი

აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6