სიახლეები

სიახლეები / გიწვევთ კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად

გიწვევთ კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად

26.01.2015
   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი. შედეგად მიღებულ იქნება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლები), რომლებსაც 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

   კულტურა 2025 -ის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხაზს გაუსვამს კულტურის თანდაყოლილ ღირებულებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებაში. სამოქმედო გეგმის მიზანია განსაზღვროს მოკლევადიანი პრიორიტეტები და ქმედებები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ასაღორძინებლად. აღნიშნული დოკუმენტი ასევე ემსახურება კონკრეტული და აუცილებელი წინადადებების შემუშავებითა და კულტურის პოლიტიკის რეფორმირებით ხელი შეუწყოს ორგანიზებული და თანმიმდევრული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

   კულტურის მართვის პროცესების ხელშესაწყობად, კულტურა 2025-ის სტრატეგიის შემუშავების პრინციპებად გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა განისაზღვრა. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება ღია მონაწილეობის მეთოდით განხორციელდება და მასში ჩართული იქნებიან საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების (ხელოვნება,

კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების) წარმომადგენლები.
  •  
    • • სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აყალიბებს საკოორდინაციო ჯგუფს. ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩევა. საკოორდინაციო ჯგუფის საქმინაობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს.
    •  
    • • კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების პროფესიონალებისათვის საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობა არ ანაზღაურდება.

კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის მოვალეობები და პასუხისმგებლობები

• საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის პროფესიული მხარდაჭერა;

• სტრატეგიის დოკუმენტისათვის დამატებითი მონაცემებისა და საბაზო ინფორმაციის შეგროვება;

• ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და რედაქტირების პროცესებში მონაწილეობა, საინფორმაციო დოკუმენტაციისა და სადისკუსიო თემების მომზადება, სტრატეგიის სამუშაო პროცესისა და განხორციელების ხელშეწყობა;

• პროფესიონალური გამოცდილების მიხედვით სხვადასხვა სექტორის სპეციალისტებისათვის კითხვარების დარიგება და გამოკითხვის შედეგების შეგროვება;

• საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე სამუშაო პროცესისათვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავება;

• სტრატეგიის შემუშავების პროცესში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის დამატებითი მხარდაჭერის აღმოჩენა.

კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრების სასურველი უნარები და გამოცდილება

• ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;

• პრეზენტაციის, ფასილიტაციის და საჯარო დებატებში მონაწილეობის გამოცდილება;

• უპირატესობა მიენიჭება კულტურის რეფორმის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

• გუნდთან მუშაობის უნარი;

• სამუშაო გამოცდილება: კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილების მქონე და კულტურის სფეროში საკუთარი ინტერესის დასაბუთების შემძლე კანდიდატებს მიენიჭებათ;

   დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2015 წლის 12 თებერვლამდე დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის საშუალებით მისამართზე: culturepolicy2025@gmail.com გთხოვთ, ელექტრონულ გზავნილს თან დაურთოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

რეკომენდაციები

   გთხოვთ წარმოადგინოთ კულტურის სექტორში მომუშავე იმ დაწესებულებების (საჯარო ან კერძო კულტურული დაწესებულება, პროფესიული კავშირი ან ასოციაცია, კერძო საწარმო, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, უმაღლესი სასწავლო დაწესებულება) სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს კანდიდატურას სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობისთვის. პროცესში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ გააერთიანონ და დოკუმენტურად აღწერონ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები და გრძელვადიანი განვითარების გეგმები.

 


კალენდარი

აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6