სპორტის სხვადასხვა მიმართულების განვითარებისა და სფეროში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა
კითხვარი, რომელიც 2018 წლის 28 მაისიდან გავრცელდა სოციალური ქსელებითა და სხვა ინტერნეტ-საშუალებებით. რაოდენობრივი კვლევის პროცესი 2018 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. კვლევაში მონაწილეობას შემთხვევითი პრინციპით არჩეული რესპონდენტები იღებენ.
2018 წლის 7 ივნისის მონაცემებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული კითხვარი სპორტის შესახებ 348 ადამიანმა შეავსო.
აღსანიშნავია, რომ შუალედური შედეგების მიხედვით, კითხვარის რესპოდენტთა 14% სამოყვარულო სპორტული სექციის წევრია, სპორტში არაორგანიზებული ფორმით (კვირაში 4 საათზე ნაკლები) ჩართულია გამოკითხულთა 26%, პროფესიულ დონეზე ჩართულია რესპოდენტთა 10%, რესპოდენტთა 14% კი ძალიან იშვიათადაა სპორტში ჩართული. სპორტულ აქტივობაში ჩართული არ არის რესპოდენტთა 36%.
იხილეთ კვლევის შუალედური შედეგები
შეავსეთ კითხვარი