სიახლეები / ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების ოფიციალური გახსნა და პრეზენტაცია

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების ოფიციალური გახსნა და პრეზენტაცია

19.09.2015
18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გაიმართა რეგიონული კონფერენცია, რომლის ფარგლებში, მოეწყო ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების ოფიციალური გახსნა და პრეზენტაცია - „თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიული ქალაქებისთვის“ (COMUS) და „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრამა - კულტურა და კრეატიულობა“.

ღონისძიების ფარგლებში, სამინისტრომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, პროექტში ჩართული ისტორიული ქალაქების მერებს, პროგრამის კოორდინატორებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კონფერენციის მსვლელობისას, ძირითად თემებთან ერთად, საუბარი შეეხო კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესს და ხაზი გაესვა მის მნიშვნელოვნებასა და როლს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხში.
 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10