სიახლეები / დასრულდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების მეორე ეტაპი

დასრულდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების მეორე ეტაპი

28.07.2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაასრულა კულტურის სტრატეგიის შემუშავების მე-2 ეტაპი.

ჩატარდა 19 დარგობრივი შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის, ლიტერატურის, საგამომცემლო საქმის, ბიბლიოთეკებისა და ენის, თეატრის, აუდიოვიზუალური და ვიზუალური ხელოვნების, ტრადიციული რეწვის, მუსიკის, მასმედიის სფეროებში. სამუშაო შეხვედრებს სულ 356 პირი დაესწრო. 
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციიდან 81 წერილი მიიღო სტრატეგიის შემუშავების პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციების სახით. 
31 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. 
 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10