სიახლეები / დარგობრივი შეხვედრები XI-XII სესია

დარგობრივი შეხვედრები XI-XII სესია

11.02.2016
11 თებერვალს, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლში გაიმართა ღია შეხვედრა კულტურის სფეროების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორებს შორის და ეხმარება სამოქალაქო სექტორს ჩაერთოს კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში. თავისი მონაწილეობით ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის სტრატეგიის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ყველა მსურველს აქვს საშუალება წერილობით წარმოადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ თებერვლის ბოლომდე. საჯარო კონსულტაციები გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. ინფორმაცია შეხვედრის ფორმატის შესახებ იხილეთ ბმულზე.


კალენდარი

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8